შინაარსზე გადასვლა

ბუენა-ვისტას ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუენა-ვისტას ყურე — კუბა
ბუენა-ვისტას ყურე
ბუენა-ვისტას ყურის ადგილმდებარეობა (კუბა).

ბუენა-ვისტას ყურე (ესპ. Bahia de Buena Vista) — ყურე ატლანტის ოკეანეში, კუბის დაახლოებით ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთით. მდებარეობს სანქტი-სპირიტუსის, ვილია-კლარისა და სიეგო-დე-ავილის პროვინციებში. ყურე ვრცელდება ხმელეთსა და არქიპელაგს შორის. უხვადაა რიფები, რომლებიც ქმნიან ყურის ჩრდილოეთ საზღვარს, სადაც ვრცელდება საბანა-კამაგუეის არქიპელაგში შემავალი არაერთი კუნძული. ბუენა-ვისტას ყურე თავის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს იხსნება ნიკოლასის სრუტისკენ, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით ძველი ბაჰამის სრუტისკეს.

ბუენა-ვისტას ყურის სამხრეთ სანაპიროზე შექმნილია კაგუანესის ეროვნული პარკი. რიფები შეიცავენ დაახლოებით 20-მდე ენდემურ სახეობას. 2000 წელს ტერიტორია გამოცხადდა ბიოსფერულ ნაკრძალად.[1] 2002 წელს შეუერთდა რამსარის კონვენციას.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Biosphere Reserve Information: Buenavista. ციტირების თარიღი: 10-30-2007.
  2. Cuba designa cinco nuevos sitios Ramsar. ციტირების თარიღი: 18-11-2002.